ტროტუარზე დგომის გამო სოფო ჩაჩანიძე სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. გადაწყვეტილება დავით მაკარაძემ გამოაცხადა.
სოფო ჩაჩანიძეს შსს პარლამენტთან ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპროტესტებს ფორმულირებას, რომ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო შეეფარდათ პატიმრობა.
23 იანვარს უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება“.















