ახალი შემზღუდავი კანონების მიღების ფონზე, რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ წყდება. მოქალაქეები დღესაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგანან.
“ტროტუარზე დგომა ისჯება, ხალხის მოწამვლა – არა!” – ამ შინაარსის ბანერები უკავიათ აქციის მონაწილეებს. მათი თქმით, ვიდრე მოქალაქეებს სუნთქვაც არ აუკრძალეს, პროტესტის გამოხატვა და ქუჩაში გასვლა აუცილებელია.
მე ვზივარ გასაშალელ სკამზე, რომელიც დგას ტროტუარზე. მემგონი, დროა, რომ ჩაწერონ კანონში, რომ აკრძალულია გასალელს სკამზე ჯდომა, რომელიც დგას ტროტუარზე. საერთოდ, სანამ არ ჩაწერენ, რომ სუნთქვა აკრძალულია, სახლიდან გამოსვლაა ქუჩაში აკრძალული, მანამდე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი, იმიტომ, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, აზრი არ ქვს ასეთ ცხოვრებას. ისინი გვიყურებენ როგორც ნახირს, როგორც ცხვრის ფარას. ცეცხლი ოლიგარქიას!, – ამბობს აქციის მონაწილე.
მოქალაქეები ამბობენ, რომ რაც არ უნდა დაპირისპიროს მათ პროტესტს “ოცნებმ”, ისინი გამოსავალს მაინც მოძებნიან.
უფრო გაბრაზდება ხალხი. რაც არ უნდა იფიქრონ, სხვა რამესაც მოიფიქრებს ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი არ შეიზღუდავს ქართველობას, – ამბობს მოქალაქე.

















