5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

“ტროტუარების საქმეზე” მოქალაქეთა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ანა ბდეიანის, ლიზი უბილავასა და ლაშა სონგულიას სარჩელი, რომელიც ე.წ. ტროტუარების საქმეს უკავშირდება.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები – ღირსების ხელშეუვალობა (მუხლი 9), შეკრების თავისუფლება (მუხლი 21, პუნქტი პირველი) და კანონის უკუძალის აკრძალვა (მუხლი 31, პუნქტი 9).

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი „ხალხის სავალი ნაწილი“ განუსაზღვრელი ხასიათისაა: “პარკი, ნებისმიერი ტროტუარი და ყველა ის ადგილი, რომელიც არ არის ტრანსპორტის სავალი ადგილი, არის ხალხის გადაადგილებისთვის გათვალისწინებული”.
banner
წინა სტატიაშიკობახიძე: კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკა არის ხოლმე და ე.წ. მედიაც არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაშიც
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი გახარიაზე: ამ ტყუილებისთვის და ღალატისთვის ჯამაგირი აქვს დანიშნული