ტროტილით ააფეთქეს შენობა, სადაც ლიბერთი ბანკის ბანკომატი იყო განთავსებული

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. აფეთქება დღეს დილით გამთენიისას მოხდა. სავარაუდოდ შენობაში მდებარე ბანკომატის გასატეხად.

ადგილზე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.

შეგახსენებთ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი, რამოდენიმე წლის წინ საზეიმოდ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს დაწესებულება სამჯერ გაქურდეს.ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს