ტროლინგი (Trolling) ქართულ ინტერნეტ სივრცეში

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 19, 2015 00:12

ტროლინგი (Trolling) ქართულ ინტერნეტ სივრცეში

მნიშვნელოვანი

  • ერთადერთი ეფექტიური ხერხი ტროლების წინააღმდფეგ ბრძოლისა, ეს არის მათი იგნორირება. არ აყვეთ კამათში, არ გასცეთ პასუხი და რაც მთავარია არ გააზიაროთ სოციალურ ქსელში "ტროლინგ სააგენტოების" ნიუსები.

სხვა სტატიები

ტროლინგი (Troll – ინტერნეტ სლენგი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელიც აქვეყნებს არაადეკვატურ და პროვოკაციულ ინფორმაციას ფორუმზე, ჩატში, ბლოგზე და ა.შ), საკმაოდ ქმედუნარიანი იარაღია პოლიტიკური ბრძოლისა, რასაც ბოლო პერიოდში რუსეთი ეფექტურად იყენებს უკრიანის კონფლიქტთან მიმართებაში. მას ფართოდ იყენებენ ევროპაშიც… მაგალითად, ჩეხეთში მთავრობასთან არსებული პიარ-კომპანიის სამსახურში აჰყავთ გამოცდილი “ტროლები”, რომელბიც არა ამრტო სოციალური ქსელის მონიტორინგით არიან დაკავებულები, არამედ ტროლავენ იმ თემებს რომელიც ეწინააღმდეგება ჩეხეთის პოლიტიკურ ინტერესებს.

თუ გავაანალიზებთ ქართულ ინტერნეტ სივრცეს, ჩემი აზრით ტროლების გადაჭარბებული რაოდენობა იძგრძნობა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ქართველი ტროლები უფრო შიდაპოლიტიკურ თემებით არიან დაკავებულები.
საგრძნობლად იმატა ე.წ. მედიალურმა სააგენტოებმა. ზოგეირთი სააგენტო ერთი ან ორი მუშაკით შემოიფარგლება. მსგავსი “ტროლი საგენტოები” დაკავებულნი არიან ,,ფეისბუქიდან,, მასალების დაკოპირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ან კდიევ ავრცელებნ ფანტასტიკურ ჟანრთან დაახლოვებულ ინფორმაციას რომელიმე პოლიტიკოსზე, რითაც არა მის დისკრედიტაციას ცდილობენ, არამედ პირიქით, ამით საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ამ პოლიტიკოსზე სხვა მასალაც ასეთივე არასერიოზულია. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ბოლო დროს გავრცელებული “სააკაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესი”. უეჭველად ეფექტიური ტროლინგია.

ადრე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, ,,ტოპ. ჯი,,ზე იყო ტროლინგ მუშა ჯგუფები, რომლებიც ხელფასაც იღებდნენ სამინისტროებიდან და როგოც შემდგომ გაირკვა, სამსახურშიც დაწინაურებით ჯილდოვდებობნენ. დღეს ამ ტროლინგ ჯგუფების, თუ ცალკე აღებული პიროვნებათა დიდ რაოდენობა იგრძნობა “ფაისბუქზე”. სერიოზული თემების აგდება და კამათის სხვა თემატიკაზე გადატანა, მოკამათეთა ნერვების მოშლა და ფაქტობრივად გამოქვეყნებული თემის ჩაგდება, ეს არის ტროლების ამოცანა.
როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ ტროლებს?
ერთადერთი ეფექტიური ხერხი ტროლების წინააღმდფეგ ბრძოლისა, ეს არის მათი იგნორირება. არ აყვეთ კამათში, არ გასცეთ პასუხი და რაც მთავარია არ გააზიაროთ სოციალურ ქსელში “ტროლინგ სააგენტოების” ნიუსები.

გიორგი დევნილი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 19, 2015 00:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


37,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics