ტროლების მომრავლება მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა ხალხს სწორი ხედვა შესთავაზა – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს საზოგადოების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაჟღერებულ პირად შეურაცხყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტის “ფეისბუქ” გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლება შეინიშნება.

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება დღეს პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულ პირად შეურაცხყოფებს და მისი ოფიციალური ,,ფეისბუქის“ გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლებას, რაც მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – დღეს უკვე დადასტურდა, რომ ხმის პარალელური დათვლა და ცესკო-ს მონაცემები ზუსტ თანხვედრაშია ერთმანეთთან
შემდეგი სტატია25 წლიანი უმწიკვლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში – ნიკა გვარამია ISFED-ზე