ტრიუდო – პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ადამიანია, ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელმძღვანელობს სამშობლოს სიყვარულით

პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ადამიანია, ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელმძღვანელობს სამშობლოს სიყვარულით, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო სოციალურ ქსელში წერს, რითიც 2024 წლის არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„პრეზიდენტ ბაიდენს, წლებია, ვიცნობ. ის დიდი ადამიანია და ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელმძღვანელობს სამშობლოს სიყვარულით. როგორც პრეზიდენტი, ის არის კანადელების პარტნიორი და ნამდვილი მეგობარი. პრეზიდენტ ბაიდენს და პირველ ლედის: გმადლობთ“, – წერს ჯასტინ ტრიუდო.

banner
წინა სტატიაშიპატრიკ ტერნერი – ნატოში აღარ სჯერათ, რომ საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებები გულწრფელია
შემდეგი სტატიაკლიჩკო – რუსეთთან ტერიტორიული კომპრომისის შემთხვევაში ზელენსკის რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს