ტრისტან წითელაშვილი : “ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია შიდა სარეჟიმო წესების დარღვევას”

წითელაშვილის სკანდალთან დაკავშირებით საქმის მთავარი ფიგურანტი განმარტებას აკეთებს.

ის მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. ტრისტან წითელაშვილის თქმით, მისი მხრიდან სარეჟიმო წესები არ დარღვეულა.

“ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია შიდა სარეჟიმო წესების დარღვევას. მე, როდესაც თავდაცვის სამინისტროში მივდიოდი და გენინსპექციის თანამშრომლებთან მქონდა შეხვედრა, ხორბალაძის დაშვებით შევდიოდი თავდაცვის სამინისტროში. გოდერძი ორმოცაძე მინდია ჯანელიძის დროს არ დასჯილა, ხორბალაძე დაისაჯა თუ არა, საქმის კურსში არ ვარ,“- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში საარჩევნო ომი კულმინაციას აღწევს
შემდეგი სტატია(VIDEO) სამხატვრო აკადემიის „შორტებიანი“ სტუდენტის სახლში გაშვება სხვა სტუდენტებმა ტრუსებით გააპროტესტეს