“ტრი-ტრი, შე მოძალადე პრემიერო”- ინგა გრიგოლია საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა

“ტვ პირველის” ჟურნალისტ, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა, სადაც სხვა მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან და პრემიერის გადადგომას ითხოვენ.

“მე შევპირდი ლექსოს, სანამ გარდაიცვლებოდა 2 დღით ადრე, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთქო. ახლა ნამდვილად, მერამდენედ ვიმეორებ, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლო მისი უფლებებისთვის. ხოდა აქ ვდგავარ, ტრი-ტრი მეცხრედ გეუბნები, დამინახავ, ბევრჯერ დაინახავ ტვ პირველის ან სხვა თავისუფალი მედიის სახეს შე მოძალადე პრემიერო.

დღეს როგორ დაგვადანაშაულა ხალხო, იცით რა მაინტერესებს?! პროტესტი არ გაგიჩნდათ?! მედია, თქვენ ოპერატორებმა, ვინც გუშინ სოლიდარობის ნიშნად ახვედით და კამერები დადეთ, არ გაგიჩნდათ პროტესტი პრემიერმა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში რომ დაგადანაშაულათ?! გაგიჩნდეთ პროტესტი, მედიაზე დიდი ძალა ამ ქვეყანაში არავის აქვს”,-თქვა ინგა გრიგოლია.

banner
წინა სტატიაში“პრაიდის” ორგანიზატორი:მედიასთან ბრძოლა ხელისუფლებას და საპატრიარქოსაც ცუდად შემოუბრუნდება
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: ხალხის გადასაწყვეტია ვინ სურთ ქვეყნის ხელმძღვანელად