ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

region
ავტ.: region აგვისტო 26, 2019 15:17

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

ადვოკატ ზურაბ თოდუას განმარტებით, სუსლიაკის დაკავებით ევროპული კონვენციის ორი მუხლი დაირღვა. ის სტრასბურგს ერთ თვეში მიმართავს.

„მზადების ეტაპზე არის საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფისა და მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევასთან. ეს არის უკანონო პატიმრობაში მოთავსება და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხედ საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად, სავარაუდოდ, უკრაინის სახელმწიფოც უნდა იყოს. ვამუშავებ ამ ეტაპზე ამ თემას და დაახლოებით ერთ თვეში საჩივარი მიიღებს სათანადო ფორმას და გაიგზავნება ევროპულ სასამართლოში“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა. 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. მოგვიანებით, ბრალდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა. ტრეფიკინგში ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.

იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში ათ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

region
ავტ.: region აგვისტო 26, 2019 15:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics