ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, იულია სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ.

არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის სასამართლო სხდომა დახურული იყო. შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რის საფუძვლადაც არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების გაჟღერება დაასახელა. შუამდგომლობას დაცვის მხარე და თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

ცნობილია, რომ იულია სუსლიაკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯში საყდრისის კომიტეტის წევრებმა აზერბაიჯანელი მესაზღვრების მიერ რამდენიმე დღის წინ განმავლობაში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს
შემდეგი სტატია“ჰონორარი 4999 ლარია, აუფ, ეს რა მომხდარა” – ხათუნა ჟორდანიას პასუხი სააკაშვილს