ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ იულია სუსლიაკის თანმხლები ათი ბავშვი უკრაინულ მხარეს გადაეცემა – პროკურატურა

გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის თანმხლებ ათ ბავშვს უკრაინულ მხარეს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გადაწყვეტილება საგამოძიებო უწყებამ, უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

“საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ.

უკრაინულმა მხარემ იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.

აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იულია სუსლიაკი ზუგდიდში დააკავეს. ის საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინიდან ათ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ჩამოვიდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბავშვებს, რომელსაც საკუთარ შვილებად ასაღებდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას და სავარაუდოდ, გაყიდვას უპირებდა.

banner
წინა სტატიაშიავიაკატასტროფისას ერთ-ერთი გარდაცვლილი “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” გიდია (ფოტო)
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: სოსო გოგაშვილი საჯაროდ გთავაზობ”ქრონიკა+”-თან ინტერვიუს !