ტრავმატოლოგიური კლინიკა ახალქალაქში ნაცემი გაერთიანებული ოპოზიციის წევრების გაწერას გეგმავს

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან, თუმცა მათი გაწერის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის ტრავმატოლოგიური კლინიკის ექიმებმა უკვე მიიღეს.

გრიგოლ ვაშაძის შტაბის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები წინააღმდეგები არიან, რომ მათ საავადმყოფო დატოვონ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტრავმატოლოგიურ კლინიკაში ნევროლოგი მიიყვანეს, რომელიც აცხადებს, რომ პაციენტების გაწერა არ შეიძლება, რადგან მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

„კურიერს“ გრიგოლ ვაშაძის შტაბის დაშავებული წევრების ფოტოები მიაწოდეს. “რუსთავი 2”- ის ვებ-გვერდი ფოტოებს დაზარალებულებისა და მათი უფლებადამცველების ნებართვით აქვეყნებს.

დაპირისპირება ახალქალაქში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ შტაბის წევრები “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, მისმა ოჯახის წევრებმა და ოცამდე აქტივისტმა სასტიკად სცემეს.

 

წყარო: რუსთავი2

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – კვლავ ფორმაშია კლანი, რომელიც სასამართლოს მართავს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ქურდობა ცხელ კვალზე გახსნა