ტრასი – საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვან

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს.

ამის შესახებ განცხადება ლიზ ტრასმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა კოლეგებს, უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას.

„პუტინი საკუთარ თავს ამცირებს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მისი დამარცხება უკრაინაში, რაც მას ყველა სარგებელს ართმევს და საბოლოო ჯამში, შეაკავეს რუსეთის შემდგომ აგრესიას“, – განაცხადა ლიზ ტრასმა ბრიტანულ „ბიბისისთან“ საუბარში.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა ისაა, რომ უკრაინაში შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ეს კი ნიშნავს, უკრაინისთვის ნატო-ს სტანდარტის შეიარაღების მიწოდებას.

დღესვე გერმანიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას შეურთდებიან უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უკრაინაში ომის გამო წარმოქმნილი სასურსათო კრიზისის გადაჭრა.

მოლდოვა შეხვედრაზე მიწვეულია იმის გამო, რომ ამ ქვეყანამ დიდი რაოდენობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და „დიდი შვიდეულის“ წევრებს მისი დახმარება სურთ.

შეხვედრას არ ესწრება აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მის ნაცვლად ბერლინში იმყოფება მისი მოადგილე ვიქტორია ნულანდი.

banner
წინა სტატიაშიიაპონია რუსეთში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ექსპორტს კრძალავს
შემდეგი სტატიააზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციაზე მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს – ვერეშჩუკი