ტრაპზონში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ტრაპზონში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, მძარცველები მაღალსართულიანი სახლების ბინებში სახურავებიდან თოკების დახმარებით აღწევდნენ და ძვირფასეულობა და ელექტროტექნიკა ფანჯრებიდან გაჰქონდათ.

პოლიციამ დამნაშავეებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ მიაგნო. ბრალდებულების სახლიდან სამართალდამცველებმა ნაძარცვი ნივთები, მათ შორის რამდენიმე ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა ამოიღეს.

ორივე მათგანი, სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშივიდეომასალა ყველაფერი იყო ხუმრობა-ბექა რუსიას საქმეზე წვევამდელის დაკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა
შემდეგი სტატიაუკრაინის პროკურატურა სააკაშვილი-კურჩენკოს კავშირებზე გამოძიებას აგრძელებს