ტრაპზონში ავარიის შედეგად დაშავებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

 

ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მესამე დაშავებულს, რომელსაც გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს პალატაში გადაიყვანენ.

დაშავებულების მონახულებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც გეგმავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ზაალ მიქელაძემ გუშინ გვიან ღამით მიიღო.

ავარია ტრაპზონში გუშინ გამთენიისას მოხდა. საქართველოს სანომრენიშნიანი მიკროატობუსით თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე 21 ადამიანი მიდიოდა.

მძღოლს, სავარაუდოდ, საჭესთან ჩაეძინა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, იგი ტელეფონით საუბრობდა, რა დროსაც საჭის დამორჩილება ვერ შეძლო.

მძღოლი, რომელიც თურქმა სამართალდამცველებმა ავარიის შემდეგ დააკავეს, დღის ბოლოს გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშისმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს
შემდეგი სტატიაგენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტი და მსოფლიო ლიდერები მწუხარებას გამოთქვამენ