10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, 22 მარტის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც იცვლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში იცვლება ამავე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის სქემაც.

მიკროავტობუსები: N434, N478, N479, N522 და N576, რომლებიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილდებოდნენ საინგილოს ქუჩიდან გუმბრისა და სამრეკლოს ქუჩების გავლით, საინგილოს ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ დავით ციმაკურაძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „ავლაბარს“.

უკუმიმართულებით მოძრაობისას აღნიშნული მიკროავტობუსები საინგილოს ქუჩისკენ გადაადგილდებიან ავლაბრის მოედნის, ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, გრიგოლ კობახიძის, მარტყოფის ქუჩისა და მარტყოფის შესახვევის გავლით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.

ავლაბრის მიმართულებით მოძრაობისას N525 მიკროავტობუსიც გადაადგილდება ზემოაღნიშნული სქემით.

რაც შეეხება N391 მარშრუტს, ავტობუსი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ევროპის მოედნისკენ, რის შემდეგაც ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის გავლით დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს, ხოლო უკუმიმართულებით გადაადგილდება ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების, ქეთევან დედოფლის გამზირის, ბარათაშვილის აღმართის, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ჯავახიშვილის ქუჩიდან კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით.

კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშირა ვადით და როგორი პირობებით გაიცემა აშშ-ის ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის
შემდეგი სტატიასიონის ტაძრის დეკანოზი: მიმდინარეობს ილია მეორის საფლავის მომზადება და პატრიარქი ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს, კანკელთან დაიკრძალება