Transparency – ლონდონი, ფულის გათეთრების მსოფლიო დედაქალაქი

Transparency - ლონდონი, ფულის გათეთრების მსოფლიო დედაქალაქი

Transparency - ლონდონი, ფულის გათეთრების მსოფლიო დედაქალაქისაერთაშორისო ორგანიზაციამ Transparency International გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც ლონდონში უძრავი ქონების თაღლითურ სქემას და ფულის გათეთრებას ეხება.
მიწის კადასტრის და ქალაქის პოლიციის კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების მოხსენებების მიხედვით, ორგანიზაციის ექსპერტებმა გამოავლინეს სქემა, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მყიდველები ლონდონში უძრავ ქონებას კორუფციული თანხებით ყიდულობენ.
Transparency International მთავრობას რეკომენდაციას აძლევს გაყიდვამდე დაადგინონ რეალური მყიდველის ვინაობა.
ორგანიზაციის მონაცემებით დაახლოებით 37 ათასი უძრავი ობიექტი ოფშორულ კომპანიებს ეკუთვნით, რომლებიც ბრიტანეთის კუნძულებზე, ჯერსიში, მენში, ჰერნსიში ან სხვა „საგადასახადო ჰავანაში“ არიან დარეგისტრირებულები.
ამ ობეექტების საერთო ღირებულება საშუალოდ 1,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს (2,3 მილ. დოლარი) შეადგენს, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული ობიექტი 9 მილიონ ფუტად (14 მილ. დოლარად) არის შეფასებული.
Transparency International თვლის, რომ დაბანდებული თანხის ლომის წილი კორუფციულია და ფულის გათეთრება ხდება.
ლონდონის პოლიციას მონაცემებიტაც, უძრავი ქონების 75% იმ პირებს ეკუთვნით, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.
Transparency International-ის კვლევის შედეგები გაზეთმა Independent პირველივე გვერდზე გამოიტანა და მკითხველს შესთავაზა ლონდონისთვის დაერქმიათ „ფულის გათეთრების მსოფლიო დედაქალაქი“.

banner
წინა სტატიაშიუძველესი ადამიანი კიდევ უფრო ძველი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიარინგო სტარი: ნამდვილი პოლ მაკარტნი 1966 წელს ორეულმა შეცვალა