ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია

SONY DSC
SONY DSC

გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო.

ასოციაციის წევრებმა 2019 წლის შედეგები შეაჯამეს და აღინიშნა, რომ 2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71 %ით (10,7 ათსი TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფნში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთანავე, 2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო.

ასოციაცია ТМТМ-ს ახალი წევრებიც შეემატნენ – ჩინური კომპანია ,,Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd“ და ყაზახური – ,,აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“. შეხვედრაზე შეთანხმდა 2020 წლის სატარიფო პოლიტიკა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: როდესაც გაყენებენ შეურაცხყოფას, მიიღებ შესაბამის პასუხს, ყველა ასე იზამდა, ჩვენ ვართ ქართველები, თავმოყვარე ერი
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე – კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ ტურებივით დაესხნენ თავს საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს