აშშ-ში, უსახლკარო ტრანსგენდერმა ქალმა, რომელიც ციხიდან რამდენიმე ხნის წინ გაათავისუფლეს, ბანკი გაძარცვა, რათა ისევ საპყრობილეში დაბრუნებულიყო, – იუწყება The Independent-ი.
პოლიციის მონაცემებით, ინციდენტი ქალაქ შაიენში მოხდა. ქალი ბანკში შევიდა და თანამშრომელს ქაღალდი მიაწოდა, რომელზეც ეწერა: “შეიარაღებული ვარ. მომეცით მთელი ფული“.
ლინდა ტომსონი, რომელსაც ადრე ბრაიანი ერქვა, ბანკიდან 16 ათასი დოლარით გამოვიდა, იქვე გაჩერდა და ვიდრე პოლიცია მოვიდოდა, ფულის ქუჩაში დაყრა დაიწყო. სამართალდამცველებს, რომლებიც მისი ასეთი საქციელით გაოცებულები დარჩნენ, ტომსონმა უთხრა, რომ ციხეში უნდა დაბრუნება.
ტომსონს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.