ტრანსგენდერებმა პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლაზე მოთხოვნა პროკურატურაში შეიტანეს

დღეს ტრანსგენდერმა მირანდა ფაღავამ პირადობის მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის მოთხოვნით სარჩელი მთავარ პროკურატურაში შეიტანა.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები ზოგადად ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს პროცესი გახდეს უფრო ჰუმანური, ხოლო სქესის ჩანაწერის შეცვლა მოხდეს გენდერული დისფორიის საბუთის წარდგენის საფუძველზე”, – განაცხადა მირანდა ფაღავამ.

“დღევანდელი კანონმდებლობა არ კრძალავს სქესის შეცვლას პირადობის მოწმობაში. სრულიდ არაჰუმანურია ის პროცედურა, რასაც ითხოვენ ტრანსგენდერი ადამიანებისგან ეს არის სავალდებულო ოპერაცია. ხოლო ეს არის იძულებითი სტერილიზაცია, რაც მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე”, – განაცხადა ქალთა მოძრაობის წევრმა იზა ბახტურიძემ.

12 მარტს ტრანსგენდერმა ქალებმა იუსტიციის მინისტრს ქალად აღიარება სთხოვეს და ამ მოთხოვნით პეტიცია შეიტანეს.

ანალოგიური მოთხოვნით, ქალთა მოძრაობამ 8 მარტს აქცია იუსტიციის სახლთანგამართა.

banner
წინა სტატიაშიემოციური ვიდეო – 8 წლის ქართველი ემიგრანტი დას „იავნანას“ უმღერის
შემდეგი სტატია2 მარტიდან რუსეთმა აფხაზეთიდან ხილის გატანა აკრძალა