ტრანსგენდერების ცემისთვის 2 პირი დააკავეს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამი ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი – ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
”ერთობლივი მუშაობის შედეგად დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს”, – აცხადებს ჭელიძე.

banner
წინა სტატიაშითბილისში კრიმინალური ავტორიტეტი „დობო“ და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო ძლიერი”- თენგიზ ფხალაძე