ტრამპს კიმ ჩენ ინის სჯერა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ თვლის, რომ ჩრდილოეთკორეელი ლიდერი კიმ ჩენ ინი “თამაშებს თამაშობს” – ამის შესახებ ინფორმაციას CBC News-ი ავრცელებს. “არა, არ ვფიქრობ, რომ ეს თამაშია. იცით, რომ ასე ღრმად არასდროს შესულან. თანახმა ვარ, რომ ადრე შეერთებული შტატები გააცურეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მაშინ ქვეყანას სხვა ლიდერი ყავდა, ახლა ჩვენ ვერ გაგვაცურებენ” – თქვა ტრამპმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა და ჩრდილოეღ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დღეს დემარკაციის ხაზთან გამართულ ისტორიულ შეხვედრაზე, ატომური განიარაღების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გარდა ამისა, დღეს მათ ასევე ოფიციალურად დაასრულეს საომარი მდგომარეობა, რომელშიც ორივე მხარე 1950-იანი წლებიდან იმყოფება.
ორი ქვეყნის ლიდერი, ასევე, შეთანხმდა, რომ საკუთარი ჯარის რაოდენობას შეამცირებს და საზღვარს “მშვიდობის ზონად” გადააკეთებს, შეწყვეტს ნებისმიერ არამეგობრულ მოქმედებას მეზობელი ქვეყნისადმი “მიწაზე, წყალსა და ჰაერში” – ხელშეკრულება ძალაში 1 მაისიდან შედის. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ორივე მხარის ლიდერმა განაცხადა: “ჩვენ შევთანხმდით, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარასდროს იქნება”. ასევე, ლიდერები თვლიან, რომ ნახევარკუნძულზე “მშვიდობის ახალი ერა” დაიწყო და “უკანდასახევი გზა უკვე აღარ არსებობს”.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას გაერთიანების საკუთარი არომატი გაუჩნდა
შემდეგი სტატიასოფელ არბოშიკში „ლიბერთი ბანკის“ ადგილობრივი ფილიალი დააყაჩაღეს