13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია (ვიდეო)

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია. გამოცემა New York Post სამართალდამცავი უწყებების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილი 31 წლის კოულ ალენია.

შეგახსენებთ, რომ სროლა ვახშმის მიმდინარეობისას, დაახლოებით 20:30 საათზე დაიწყო. შეიარაღებულმა პირმა სცადა საბანკეტო დარბაზში შეჭრა, სადაც იმყოფებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები, და უსაფრთხოების თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

აგენტებმა პრეზიდენტი უსაფრთხოდ გაიყვანეს. ინციდენტის შედეგად ერთი სამართალდამცავი დაშავდა — ტყვია მის ჯავშანჟილეტს მოხვდა.

banner
წინა სტატიაში“ეჭვმიტანილი რამდენიმე სახის იარაღით იყო შეიარაღებული”- დონალდ ტრამპი
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: როგორ შეიძლება მორწმუნე იყო და ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისთვის წამალი არ გემეტებოდეს?!