ტრამპთან დაკავშირებით ვიტყვი ერთს, რომ ერთი საერთო გვაქვს ჩვენ და დონალდ ტრამპს – კობახიძე

ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრამპი იყო ერთადერთი ხელისუფალი აშშ-ში, რომლის პირობებშიც ამერიკას არ ჰქონია ომი და „ქართული ოცნებაც“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც საქართველოს არ ჰქონია ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა.

„ტრამპთან დაკავშირებით ვიტყვი ერთს, რომ ერთი საერთო გვაქვს ჩვენ და დონალდ ტრამპს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრამპი იყო ერთადერთი ხელისუფალი აშშ-ში, რომლის პირობებშიც ამერიკას არ ჰქონია ომი და „ქართული ოცნებაც“ არის ერთადერთი ხელისუფლება ამ 30 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც საქართველოს არ ჰქონია ომი. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ერთი საერთო გვაქვს ჩვენ და ტრამპს, ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრამპი იყო ერთადერთი ხელისუფალი აშშ-ში, რომლის პირობებშიც ამერიკას არ ჰქონია ომი, „ქართული ოცნებაც“ არის ერთადერთი, რომლის დროსაც საქართველოს არ ჰქონია ომი

banner
წინა სტატიაშიაქუბარდია – ის, რაც ახლა „ოცნების“ პროპაგანდას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად სჭირდება, შიშის დანერგვაა
შემდეგი სტატიაNDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისიას იწყებს