11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ტრამპს სურს ირანთან შეთანხმებას მიაღწიოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება.

როგორც ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამჟამად ირანის მიმართულებით სამხედრო გემები მიემართებიან, თუმცა, მისი თქმით, სურს შეთანხმებას მიაღწიონ.

„შემიძლია, გითხრათ, რის გაკეთებას ვაპირებ, რადგან ახლა იქ უზარმაზარი ძალა მიემართება, ისევე როგორც ვენესუელაში, კიდევ უფრო დიდი, და ისინი იქ მალე იქნებიან. მსურს, შეთანხმება მიღწეული იყოს. არ ვიცი, ეს მოხდება თუ არა. ახლა ჩვენ ირანთან ვსაუბრობთ, თუ რამეს შევძლებთ, ეს შესანიშნავი იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშირა კავშირი აქვთ ბილ და ჰილარი კლინტონებს არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან?!
შემდეგი სტატია“საქართველოს რეჟიმს აქეზებდნენ, მათ შორის ოკეანის გაღმიდან” – მედვედევი აგვისტოს ომზე