პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, დონალდ ტრამპი დაშავებულია.
როგორც მედია წერს, სროლის ხმა იმ დროს გაისმა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტრამპი სახის არეში დაშავდა.
ამასთან, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას.
„ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცავებს და პირველადი რეაგირების ჯგუფს ამ საზარელი აქტის დროს მათი სწრაფი მოქმედებისთვის. ის თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას. დამატებითი დეტალების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ”, – ნათქვამია ჩეუნგის განცხადებაში.
როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სროლის შესახებ ინფორმირებული არ არის.