ტრამპს რასიზმში დასდეს ბრალი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2019 10:29

ტრამპს რასიზმში დასდეს ბრალი

აშშ-ს პრეზიდენტმა ორშაბათს რამდენიმე კონგრესმენ ქალს მოუწოდა “დაბრუნდნენ” და “დანაშაულებებით შეპრყობილ” ქვეყნებში, საიდანაც ისინი არიან, სიტუაციის გამოსწორებას შეეცადონ. ტრამპმა დაწერა, რომ მათ, ვისაც არ მოსწონს ამერიკა, შეუძლია წავიდეს – თან დაამატა, რომ არ ადარდებს, თუკი მის კომენტარს რასისტულად მიიჩნევენ. “თკი ვინმეს ჩვენს ქვეყანაში არ მოსწონს, თუკი ვინმეს არ სურს აქ ყოფნა, ისინი უნდა წავიდნენ” – ჟურნალისტებთან საუბარში თქვა. შეკითხვაზე კი, ატარებს თუ არა მისი კომენტარი რასისტულ ხასიათს, პრეზიდენტმა უპასუხა: “საერთოდაც არა”. რასისტულად კი შეაფასა წარმოამდგენლობითი პალატის სპიკერის ნენსი პელოსის გამონათქვამი, რომელმაც ტრამის ლოზუნგზე “გავხადოს ამერიკა ისევ დიდებული”, თქვა, რომ ის ქსენოფობიურია და ნიშნავს, რომ “ამერიკა ისევ თეთრი უნდა გახადონ”.

“როდის მოიხდიან რადიკალი კონგრესმენი ქალები ჩვენი ქვეყნის წინაშე, ისრაელისა და პრეზიდენტის წინაშე ბოდიშს მათ მიერ გამოყენებული უხეში გამონათქვამებისა და საშინელებების გამო?” – ტრამპმა “ტვიტერში” დაწერა ორშაბათს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2019 10:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics