ტრამპს და ბუშს რუსეთის გამო კამათი მოუვიდათ

ტრამპს და ბუშს რუსეთის გამო კამათი მოუვიდათ

აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატები, დონალდ ტრამპი და ჯებ ბუში ტელე-დებატების დროს ერთმანეთს წაეკამათნენ თემაზე, უნდა იყოს თუ არა რუსეთი აშშ-ს პარტნიორი.
ბუშის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ შეიძლება ვაშინგტონის პარტნიორი იყოს: “ის ესვრის სამხედროებს, რომელთაც ჩვენ მხარს ვუჭერთ” – თქვა პოლიტიკოსმა და დაამატა, რომ არ შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვს სწორი პოზიცია აქვს სირიაში.
თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ “ჯები სრულიად და აბსოლუტურად არ არის მართალი”. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ, მისი აზრით, რუსეთთან სრული თანამშრომლობა უნდა მოხდეს. ტრამპის აზრით, აშშ-მ უნდა გაიაზროს, ვის ეომება, ვისთვის ომობენ და რას აკეთებენ თვითონ. “სირიაში ჩვენ მილიარდებს ვხარჯავთ იმ ხალხის მხარდასაჭერად, ვისზეც აზრზე არ ვართ ვინ არიან ისინი”- თქვა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტები: საქართველო რუსეთის ზეწოლას ვერ გადალახავს
შემდეგი სტატიასირიის მთავრობამ გაეროს ოფიციალური წერილი მიმართა