ტრამპს ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის შემცირება სურს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავღანეთში მყოფი 14 ათასი სამხედრო მოსამსახურიდან ნახევრის დაბრუნების შესაძლებლობებს სწავლობს. გეგმის მიხედვით, მომავალი წლის იანვრიდან 7 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაბრუნდება სახლში, დანარჩენები კი დროთა განმავლობაში მომდევნო თვეების მანძილზე. პენტაგონს და პრეზიდენტს ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამერიკელი სახედრო მოსამსახურეები ნატოს მისიაში მონაწილეობენ. ავღანეთში მათი ძირითადი მიზანია ადგილობრივი სამხედროების მომზადება და კონსულტაციები.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა სირიიდან საკუთარ ჯარს გაიყვანს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: უმრავლესობა ლესიჭინეს ლოკომოტივს ვერ გასცდა
შემდეგი სტატიაკახა კუკავა – სისტემა, რომელმაც ზვიად გამსახურდია მოკლა, არ შეცვლილა