ტრამპმა ვენესუელის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მზაობა გამოთქვა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის პრეზიდენტთან ნიკოლას მარუდოსთან შეხვედრაზე მზაობა გამოთქვა, რომელიც ნიუ-იორკში 26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩაფრინდება – ტრამპმა ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა. “ცხადია, მე ღია ვარ (დიალოგისთვის), მზად ვარ შევხვდე ვისაც გინდათ” – თქვა პრეზიდენტმა. “ვენესუელის დახმარებას ვაპირებთ, თუკი ის (მარუდო) აქ და თუკი მას შეხვედრა სურს… ეს გეგმაში არ მქონია, თუმცა, თუკი შემიძლია ადამიანებს დავეხმარო, მაშინ ზუსტად ამისთვის ვარ აქ” – დაამატა დონალდ ტრამპმა.

თეთრმა სახლმა გაავრცელა, რომ მიმდინარე მომენტში აშშ-სა და ვენესუელის პრეზიდენტების შეხვერდა არ იგეგმება. ვენესუელის ინფორმაციის სამინისტრომ კი Reuters-ს კომენტარი არ მისცა. მარუდო გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ჩინეთს კონგრესის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიასოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა