ტრამპმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 მაისს, ორშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას ვენესუელასთვის სანქციების გამკაცრების შესახებ. საპრეზიდენტო არჩევნებში, აშშ-ს აზრით, ადგილი ჰქონდა უამრავს დარღვევას. ამერიკის ხელისუფლების აზრით, მარუდოს ახლო წრე, ფინანსური უზრუნველყოფისთვის, თავიანთი საკუთრებების გაყიდვას დაიწყებს. ამერიკის მოქალაქეებს სასტიკად აეკრძალათ ნებისმიერი ვენესუელური აქტივის ყიდვა. “ამ რეგიონს, თავისი ისტორიის მანძილზე მსგავსი კრიზისი არ განუცდია” – ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლის სიტყვებს “დოიჩე ველე” ციტირებს.
ვენესუელადან სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობამ, ასევე მექსიკამ და კანადამ საკუთარი ელჩები გაიწვიეს საკონსულტაციოდ. მათი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებით მიმდინარეობდა და მარუდომ ამომრჩევლების ხმები იყიდა.

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მარუდო ხელახლა აირჩიეს სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე – ორშაბათს ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო საბჭომ გაავრცელა. კენჭისყრა მიდიოდა ოპოზიციის ბოიკოტისა და არჩევნების მასობრივად დარღვევის ფონზე – “ბიბისი” წერს. მარუდომ ხმების 68% მიიღო, სულ 5,8 მილიონი ხმა, მისმა ძირითადმა მოწინააღმდეგე ანრი ფალკონმა – 1,8 მილიონი ხმა. ფალკონმა თქვა, რომ ოპოზიცია საარჩევნო პროცესს ლეგიტიმურად არ თვლის და ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ირანის წინააღმდეგ “ყველაზე მკაცრი” სანქციები დააანონსა
შემდეგი სტატიაბრნოს ფესტივალზე აპროტესტებენ სპექტაკლს, სადაც იესო მუსლიმ ქალს აუპატიურებს