როგორ განიხილავს უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას ტელეკომპანია Fox news-ის თანაწამყვანი და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ( CIA) ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცერი, დენ ჰოფმანი:
📌 კიევზე მასირებული თავდასხმა არ იყო შემთხვევითი და ის მოხდა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა;
📌 პუტინი ცდილობს აჩვენოს, რომ ის და მისი მოკავშირეები აშშ-ზე ძლიერები არიან;
📌 ტრამპმა უნდა გამოააშკარაოს პუტინის ბლეფი;
📌 ჩვენ, აშშ-მა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად- საუბარი არ არის სახმელეთო ოპერაციაზე, მაგრამ უნდა გავხდეთ უკრაინისთვის ნამდვილი „არსენალი“;
📌 საჭიროა როგორც სანქციების გამკაცრება, ისე უკრაინისთვის ყველაფრის ( შეიარაღებაზეა საუბარი) გადაცემა, რაც მას სჭირდება.
📌 უკვე პრაქტიკულად ყველამ აშშ-ში გააცნობიერა, რომ პუტინთან არანაირი „გარიგება“ არ არის შესაძლებელი. თითქმის ყველამ — გარდა ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისა.