დონალდ ტრამპის ბრძანებით, შეჩერებულია პროგრამა, რომლითაც ხდებოდა უკრაინიდან რუსეთში უკრაინელი ბავშვების მასობრივი გადაყვანის გამოძიება: ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უამრავი უკრაინელი ბავშვია მოტაცებული/მოპარული, რომლებსაც რუსეთში ზრდიან.
ელის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პროგრამა თანამგზავრული გადაღებებისა და ბიომეტრიული მონაცემების ანალიზს ახდენდა, რათა უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის ფაქტების დოკუმენტირება მომხდარიყო.
“ეს პროგრამა მნიშვნელოვანი წყარო იყო რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დასამტკიცებლად, ასევე მიიჩნეოდა, რომ საფუძველს ამზადებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პუტინის წარსადგენად”, – დასძენს გამოცემა.
მეცნიერებს უკვე შეუწყდათ წვდომა მონაცემთა ბაზა. არსებობს შეშფოთება, რომ უკვე მოპოვებული მონაცემებიც წაშლილია. ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილმა საერთო წერილი გაუგზავნა მარკო რუბიოს, სადაც მას აფრთხილებენ, რომ უკანონო დეპორტაციის მონაცემთა გაქრობა “დამანგრეველი შედეგების მომტანი” იქნება.