ტრამპმა თეთრ სახლში მიღებისთვის 300 ბურგერი და ფრი შეუკვეთა (+ფოტო)

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნივერსიტეტის საფეხბურთო კლუბ Clemson Tigers-ის ფეხბურთელებთან შეხვედრისთვის 300 ბურგერი შეუკვეთა და განმარტა, რომ “შათდაუნის” (მთავრობის ნაწილობრივი დახურვის) გამო თეთრ სახლში საკმარისი მზარეული არ მუშაობს. ბურგერების გარდა, პრეზიდენტმა პიცა და კარტოფილი ფრი შეუკვეთა. “ყველაფერი “შათდაუნის” გამო მოხდა ასე. იძულებული გავხდით ფასტფუდი შეგვეკვეთა და პირადად მე გადავიხადე ამ შეკვეთის საფასური” – დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა – “ბიბისი” წერს.

შტატების სახელმწიფო ორგანოები ფინანსებს იმიტომ ვერ იღებენ, რომ ბიუჯეტი არ არის ჯერ დამტკიცებული, რაც დონალდ ტრამპსა და დემოკრატებს შორის მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების თაობაზე შეუთანხმებლობამ გამოიწვია.
აშშ უკვე მეოთხე კვირაა ნაწილობრივი “შათდაუნის” რეჟიმშია.

მიმდინარე მომენტში აშშ-მექსიკის საზღვარზე რამდენიმე ათასი ჯარისკაცი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისიონის ტაძარში მცხეთა-თბილისის სამღვდელოება პატრიარქის სამადლობელ პარაკლისს აღავლენს
შემდეგი სტატიაკანადელს ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს