ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ასი დღის პროგრამა გამოაქვეყნა

ტრამპის განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ასი დღის პროგრამა გამოაქვეყნა – ის ბიზნესმენის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.
ტრამპი კონსტიტუციაში ცვლილებას აპირებს კონგრესში ყოფნის ვადებთან დაკავშირებით, ასევე – თეთრი სახლის ჩინოვნიკებისა და კონგრესმენების მიერ გადადგომიდან 5 წელში ლობირების აკრძალვის შემოღება.
ტრამპი ასევე, აპირებს ჩრდილოეთ ამერიკის ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების საკითხების გადახედვას, ის, თვლის, რომ აუცილებელია ტრანსატლანტიკური პარტნიორობდან გამოსვლაც.
გარდა ამისა, რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ გააუქმებს “აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა არაკონსტიტუციურ მოქმედებებს,” მემორანდუმებს, ქვეყნიდან გაუშვებს 2 მილიონ არალეგალს, “რომელთაგანაც კრიმინალური საშიშროება მოდის”.
ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ გააუქმებს სამედიცინო მომსახურებას Obamacare და მას შემნახველი ანაბრებით შეცვლის, საიდანაც ფინანსდება სამედიცინო მომსახურება.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიჰაიტის ციხიდან 174 პატიმარი გაიქცა
შემდეგი სტატიასომალელმა პირატებმა ოთხი წელი ტყვეობაში ყოფნის შემდეგ 26 მეზღვაური გაანთავისუფლეს