ტრამპმა თავისი გამონათქვამი “მოძულე-მუსლიმებსა” და “ძლიერ” პუტინზე დაიცვა

მაიამიში გამართულ სატელევიზიო დებატებში, აშშ-ს ერთ-ერთმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ, დონალდ ტრამპი მის მიერ გამოთქმული აზრის გამო გააკრიტიკა. საუბარია გუშინ ტრამპის ციტატაზე ისლამის მიერ ამერიკის სიძილვილსა და რუსეთის პრეზიდენტის შესახებ.

რუბიომ, რომლის შანსი, გახდეს კანდიდატი, მთლიანად სამშაბათს ფლორიდაში გამართულ პრაიმერიზე იქნება დამოკიდებული, აღიარა ისლამის რადიკალიზაციის პრობლემები, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბევრი ამერიკელი ამაყობს იმით, რომ ისინი ამერიკის მოქალაქეები არიან.
“პრეზიდენტებს არ შეუძლიათ ის ილაპარაკონ, რაც ენაზე მადგებათ, ყველაფერს თავისი შედეგი მოყვება” – განაცხადა რუბიომ აუდიტორიის მხარდამჭერი ყვირილის ფონზე.

რესპუბლიკელებიდან აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონში 4 კანდიდატი მონაწილეობს.
ისლამის საკითხებში ტრამპის და დანარჩენი სამი რესპუბლიკელის აზრი რადიკალურად განსხვავდება. ისინი, ტრამპისგან განსხვავებით, კატეგორიულად ემიჯნებიან ტრამპის წინადადებას, ტერორისტების ოჯახის წევრების დასჯის შესახებ.
თვითონ ტრამპი, რომელიც უკვე ყველამ იცის, რომ პოლიტკორექტულობა არ ახასიათებს, ტელედებატებში თავის აზრს იცავდა. “მე ვთვლი, რომ ისლამს ჩვენ ვძულვართ, და ეს სიძულვილი უზარმაზარია” – განაცხადა, რაზეც რუბიომ უპასუხა: “მე არ მაინტერესებს პოლიტკორექტულობა, მე უბრალოდ, კორექტული მინდა ვიყო”.
ტრამპმა ასევე თქვა: “მე ვთვლი, რომ პუტინი – ეს ძალიან ძლიერი ლიდერია, იმაზე ძლიერი, ვიდრე ჩვენი საკუთარი პრეზიდენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მის მოქმედებებს მხარს ვუჭერ” .

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.
საბოლოო პარტიული კანდიდატები კი ივნისში გაირკვევა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა დიღმის ტყე-პარკში კედარი დარგო
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ვისზეც არ უნდა იყოს კადრები გავრცელებული, აუცილებელია მისი გამოძიება