ტრამპმა სექსუალურ ძალადობაზე ბრალდებები უარყო

ტრამპმა Fox News-ის დებატებზე ჟურნალისტის გამო უარი თქვა

ტრამპის განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურააშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა ის ქალებზე სექსუალურად ძალადობდა, გამოგონილია – წერს Reuters-ი.
ტრამპმა ინფორმაციას “სრული ფაბრიკაცია” და “ერთ თარგზე მორგებული” უწოდა.
საუბარია რამდენიმე ეპიზოდზე. ვინმე ჯესიკა სიდსმა მილიარდელს ბრალი დასდო იმაში, რომ 1980 წელს ტრამპმა თვითმფრინავში მასზე იძალადა – მკერდზე ხელი მოკიდა და კაბის ქვეშ შეძრომას ცდილობდა. ლიდსის აღიარება The New York Times-მა გამოქვეყნა.
კიდევ ერთი მსხვერპლი – რეიჩელ კუკსი მილიარდელის ყოფილი მდივანია.
ტრამპის შტაბმა უკვე მიწერა წერილი The New York Times-ს. ისინი სტატიის მოხსნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოთი იმუქრებიან.
გუშინ, ასევე გამოცემა People-ის ჟურნალისტმა დაწერა, რომ 2005 წელს ტრამპი ძალის გამოყენებით ცდილობდა მისთვის ეკოცნა, როცა ის ტრამპთან და მის ცოლთან ინტერვიუს ჩასაწერად იყო მისული. სხვადასხვა მედიასაშუალებებმა ასევე გამოაქვეყნეს ქალებთან ინტერვიუები, სადაც ისინი პრეზიდენტობის კანდიდატს მსგავს ბრალდებას უყენებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს New York Times-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც 2005 წელს არის გადაღებული. ვიდეოზე დონალდ ტრამპი და ჟურნალისტი ბუში ქალებზე უცენზუროდ საუბრობენ.
დონალდ ტრამპმა მაშინ გამოყენებული ლექსიკისა და დიალოგისთვის ბოდიში მოიხადა.

banner
წინა სტატიაშიერაყის არმია და აშშ-ს კოალიცია მოსულის განთავისუფლებას იწყებენ
შემდეგი სტატია(video) იტალიელმა მილიონერმა ტრუსით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით იცეკვა