აშშ-ს ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი “”საკომუნიკაციო” ქსელი ჩაუშვა, სადაც “პირდაპირ სამუშაო მაგიდიდან” გამოაქვეყნებს შეტყობინებებს. ტრამპის გვერდები “ტვიტერზე”, “ფეისბუქსა” და “იუთუბზე” იანვარში, კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობების შემდეგ დაბლოკეს.
მომხმარებელს შეუძლია მისი პუბლიკაცია მოიწონოს და “ტვიტერსა” და “ფეისბუქზე” გააზიაროს.
მარტში ტრამპის უფროსმა მრჩეველმა ჯეისონ მილერმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელის ახალ პლატფორმას გამოაქვეყნებენ, თუმცა, სამშაბათს თქვა, რომ ეს არ არის სოციალური პლატფორმა.
გვერდის დიზაინი შექმნა Campaign Nucleus-მა, რომელიც ციფრული მომსახურების კომპანიაა.