ტრამპმა სახარაში კედლის აშენების იდეა წამოაყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიგრანტების შესაჩერებლად სახარას უდაბნოში აუცილებელია კედლის აშენება – ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟოზეფ ბორელისთან თქვა – Europa Press-მა გაავრცელა. მინისტრის თქმით, კედლის აშენება ევროპაში მიგრანტების პრობლემას ვერ მოხსნის, მაგრამ მისი აუცილებლობა მაინც არის იმის გამო, რომ უახლოესი 20 წლის მანძილზე აფრიკის მოსახლეობა გაორმაგდება. ევროპულ საზოგადოებას ერთ პროცენტზე მეტი მიგრანტის მიღება არ შეუძლია, მით უმეტეს, თუკი ისინი მუსლიმები არიან – ტრამპის სიტყვები გაავრცელა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ბორელმა თქვა, რომ შესაძლებელია, ევროპაში ახალი კრიზისი დაიწყოს, თუკი იტალია ქვეყანაში მიგრანტების მიღებას აკრძალავს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი ეკლესიაზე: ერევიან იმაში, რაც არაა მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ
შემდეგი სტატიაPussy Riot-ის წევრი, დიდი ალბათობით, მოწამლეს – გერმანელი ექიმები