ტრამპმა სადაზვერვო სამსახურს სამოქალაქო პირების სიკვდილის შესახებ მონაცემების დამალვის უფლება მისცა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ნაწილობრივ აუქმებს მოთხოვნას საომარ ზონებში დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ მონაცემების გასაჯაროვების შესახებ – თეთრი სახლის პრეს-სამსაუხი ავრცელებს.

გამოცემა The Atlantic-ი აკონკრეტებს, რომ პენტაგონი ძველებურად ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია დაღუპულ სამოქალაქო პირებთან დაკავშირებოთ, მაგრამ მოხსენებაში არ შედის მათი რაოდენობა. 2017 წელს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოხსენებაში სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა მითითებული არ არის.

გამოცემის ინფორმაციით, განკარგულება, მსხვერპლის რაოდენობის გასაჯაროვების შესახებ 2016 წელს ბარაკ ობამამ მიიღო.

განკარგულების დანიშნულება იყო საომარი მოქმედებებისას მშვიდობიანი მოსახლეობის ტრაგიკული სიკვდილიანობის შემცირება.

banner
წინა სტატიაშიაშშ რამზან კადიროვის აქტივების ძებნას დაიწყებს
შემდეგი სტატია„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი – რთულია, გამიჯნო ანაკლიის პროექტი, „თიბისი“ და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე