ტრამპმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

ფლორიდის შტატში, ორლანდოში თავისი მომხრეების წინაშე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. მან დამსწრეებს მოუწოდა მას მისცენ ხმა და მხარი დაუჭირონ მისი ადმინისტრაციის კიდევ ოთხი წლით მუშაობის გაგრძელებას.

სიტყვით გამოსვლისას დონალ ტრამპი თავს დაესხა დემოკრატებს და მათ “ქვეყნის დანაწევრებაში” დასდო ბრალი.

რეიტინგების სოციალურ კვლევებში ტრამპი ბევრად ჩამორჩება დემოკრატ პოლიტიკოსებს, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

აშშ-ს პრეზიდენტთან ერთად სიტყვით მისი ადმინისტრაციის წევრებიც გამოვიდნენ. შეკრებილებს, ასევე, პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მიმართა. მან დამსწრეებს უთხრა, რომ დიდი სიამოვნებით იქნებოდა პირველი ლედი კიდევ ექვსი წლის მანძილზე.

“ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა – ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშიში პრეზიდენტის დამარცხება” -ამის შესახებ დემოკრატმა ბერნი სანდერსმა, რომელიც ასევე, მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, თავის “ტვიტერში” დაწერა.

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძე – მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ დააპატიმრონ ექსტრემისტები, რადგან ისინი არ ემორჩილებიან უწყების განჩინებას
შემდეგი სტატიარუსი დეპუტატი ალექსეი ჩეპა საქართველოშია