ტრამპმა რუსული გამანადგურებლების ჩამოგდების იდეა წამოაყენა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2016 20:07

ტრამპმა რუსული გამანადგურებლების ჩამოგდების იდეა წამოაყენა

აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დადგება დრო, როცა ამერიკული სამხედროები რუსულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ, რომლებიც საშიშ მანიოვრებს აკეთებენ ამერიკული გემების სიახლოვეს. ეს განცხადება მან გუშინ, რადიოინტერვიუს დროს გააკეთა.
პოლიტიკოსმა საკითხი, ტრადიციულად ბარაკ ობამაზე თავდასასხმელად გამოიყენა. მისი თქმით, რუსული სუ-27-ის ამერიკულ სამხედრო ხომალდთან მიახლოვების ინციდენტის შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, ობამას პუტინისთვის უნდა დაერეკა და ეთქვა: “მისმინე, დამდე პატივი და მეტჯერ ასე არ გააკეთო, იპოვე ის მანიაკი და უბრალოდ გააჩერე ის”, მაგრამ, ტრამპის თქმით, ობამამ “გოლფის თამაში” გააგრძელა რუსეთის ლიდერთან საუბრის ნაცვლად.
ტრამპის აზრით, თუკი, სატელეფონო დიალოგები არ იქნება საკმარისი, ესე იგი, დადგა მომენტი, როცა უნდა დაიწყონ სროლა. მსგავსი ინციდენტის უყურადღებოდ დატოვება – სირცხვილია, რადგამ ეს “აშშ-სადმი და ობამასადმი” სრულ უპატივცემლობას ნიშნავს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2016 20:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics