ტრამპმა პუტინთან შეხვედრა ქერჩის გამო გადადო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლა გადაწყვიტა ქერჩის სრუტეში მომხდარი მოვლენების გამო. “იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა უკრაინას გემები და მეზღვაურები არ დაუბრუნა, ყველა მხარისთვის უმჯობესი იქნება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არგენტინაში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდოს” – ტრამპმა “ტვიტერის” ბლოგზე დაწერა. პოსტის გამოქვეყნებამდე ერთი საათით ადრე კი ის ამბობდა, რომ “შეხვედრისთვის ძალიან კარგი დროა”.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლს შეხვედრის გადადების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია – “ბიბისი” წერს.

აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები არგენტინაში “დიდი ოცეულის” სამიტზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – გამარჯვება ჩვენია და არავის დავუთმობთ
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა ჩრდილოეთ კორეელ სტუმარს უმასპინძლა