ტრამპმა პირადი ექიმის კანდიდატურა დაასახელა მინისტრად

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადმინისტრაციაში ცვლილებებზე ისაუბრა – ვეტერანთა საქმეების სამინისტროს ხელმძღვანელად საკუთარი ექიმი ადმირალი რონი ჯექსონი დაასახელა, რომელიც ამ პოსტზე დევიდ შულკინს შეცვლის.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პატივცემული ადმირალის, რონი ჯექსონის კანდიდატურის დასახელებას ვაპირებ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ვეტერანთა საქმეების ახალი მინისტრის პოსტზე. დევიდ შულკინის მადლობელი ვარ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი დიდებული ვეტერანების სამსახურისთვის” – ტრამპმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა – ბრიტანეთი 14 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობაში გვადანაშაულებდა, ახლა – ინტერვენციაში
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა სკრიპალის საქმე დოსტოევსკის რომანს შეადარა