ტრამპმა ობამას მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა

აშშ-ს ექსპრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ დონალდ ტრამპისათვის დატოვებული ტრადიციული წერილი – რვა თვის შემდეგ გასაჯაროვდა.
წერილში, რომელსაც ამერიკული ტელეარხი CNN-ი აქვეყნებს, ობამას მიერ დემოკრატიაზეა ყურადღება გამახვილებული.

„ჩვენ ამ კაბინეტის დროებითი მაცხოვრებლები ვართ. ეს კაბინეტები ჩვენ გვაყალიბებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ტრადიციების მცველებად,“ ნათქვამია ობამას წერილში.
აშში, პრეზიდენტების მხრიდან, პრეზიდენტის სავარძლის მომდევნო ფლობელზე წერილის დატოვება და რჩევების მიცემა ერთგვარი ტრადიციაა.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის პრინცესას ტიტულს ჩამოართმევენ
შემდეგი სტატიარუსეთი და ჩინეთი – ჩრდილოეთ კორეის ქმედებებზე რაგირებას აპირებენ