ტრამპმა, ობამას აშშ-ის ისტორიაში „ყველაზე ცუდი პრეზიდენტი“ უწოდა

ტრამპს გარანტირებულად რესპუბლიკელები წარადგენენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“, ამერიკელმა მილირდერმა დონალდ ტრამპმა მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სისუსტის გამო გააკრიტიკა და მის პრეზიდენტობას კატასტროფა უწოდა.

„შეხედეთ უკრაინას. ის უკრაინაში არსებულ სიტუციაზე საუბრობს, ასევე იმაზე, თუ როგორ ხისტად მოქმედებს რუსეთთან მიმართებაში. ამ დროს კი უკრაინას ყირიმი წაართვეს“ – განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში აშშ-ის პოლიტიკა და ბარაკ ობამას აშშ-ის ისტორიაში „ყველაზე ცუდი პრეზიდენტი“ უწოდა.

„მან აჩვენა სისუტე, ეს იყო არაეფექტური“ -განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ განაცხადა, რომ ტრამპს არა აქვს საკმარისი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გახდეს.

banner
წინა სტატიაშიმტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატია95 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა