11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე, მოკავშირეების მიმართ უკმაყოფილება მკაცრად გამოხატა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს წევრ ქვეყნებს ირანის საკითხზე უმოქმედობის გამო საყვედურობს.

ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართულ შეხვედრაზე, ევროპელი პარტნიორები ირანთან კონფლიქტის დროს მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გააკრიტიკა. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა მოკავშირეების წინააღმდეგ შესაძლო საპასუხო ზომების მიღებაც არ გამორიცხა.

ევროპული დიპლომატიური წყაროების ცნობით, საუბარი საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა და ტრამპმა პარტნიორებისგან ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა.

ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ NATO-მ მნიშვნელოვანი გამოცდა ვერ ჩააბარა. პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში მოკავშირეები საჯაროდაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ალიანსი აშშ-ის გვერდით საჭირო დროს არ იდგა. მიუხედავად დაძაბული ფონისა, მარკ რუტემ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. მისი თქმით, მოკავშირეების რეაქცია ირანის ომთან დაკავშირებით ადეკვატურია, თუმცა ალიანსი პრეზიდენტის იმედგაცრუებას გაითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რუტეს ვიზიტის შემდეგ ტრამპს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დაურეკა და სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ ბერლინი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენაში მონაწილეობისთვის მზად არის. თუმცა, კანცლერის განცხადებით, ეს მხოლოდ საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტისა და შესაბამისი საერთაშორისო მანდატის არსებობის შემთხვევაში მოხდება. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის სამხედრო სარდლობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თავდაცვითი ხასიათის ოპერაციებს აქტიურად განიხილავს. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ლონდონი დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას დაუჭერს მხარს, თუმცა სამხედრო ჩართულობისგან კონფლიქტის დასრულებამდე თავს შეიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ჰორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობისთვის სტრატეგიულ წერტილად მიიჩნევა. ომის დაწყების დღეს ირანის მიერ მისმა გადაკეტვამ კი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და გაზის მიწოდების შეფერხება და XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვის შელფზე ორ რუსულ საბურღ პლატფორმას დაარტყეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთი მომავალ კვირას მოკავშირეებს შეხვდება, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები განიხილოს