ტრამპმა მთავრობას მოუწოდა ბრიუსელის ტერაქტების გამო აშშ-ს საზღვრები ჩაკეტოს

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა მთავრობას მოუწოდა ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით აშშ-ს საზღვრები დროებით ჩაკეტოს.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მსგავსი ზომები აუცილებლად უნდა მიიღოს.
ადრე “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში ტრამპმა დაწერა: “გაიხსენეთ, როგორი უსაფრთხო და მშვენიერი ადგილი იყო ბრიუსელი ადრე. ახლა ყველაფერი შეიცვალა და თითქოს ეს სულ სხვა სამყარო იყო. აშშ ფრთხილად უნდა იყოს”.

დღეს ბრიუსელში აფეთქებების სერია მოხდა, რომელსაც ათობით ადამიანი შეეწირა.
ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონეა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაში(video)მოგერინი ბრიუსელის შესახებ პრესკონფერენციისას ატირდა
შემდეგი სტატიაბრიუსელში სამეფო სასახლის ევაკუაცია მოხდა