ტრამპმა მოწოდება გააკეთა ემიგრანტები იქ გააგზავნონ, საიდანაც მოვიდნენ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოწოდება გააკეთა ქვეყნიდან სასამართლოს გარეშე საკუთარ ქვეყნებში გააძევონ ყველა ემიგრანტი – პოლიტიკოსმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე მომენტში ამერიკაში მოქმედი სისტემა კარგი საიმიგრაციო პოლიტიკის, წესრიგისა და კანონის დაცინვაა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ არ შეიძლება ჩამოსულები ამერიკის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. “როცა ვიღაცა ჩამოდის, ჩვენ დაუყოვნებლივ, სასამართლოსა და მოსამართლეების გარეშე იქ უნდა გავაგზავნოთ, საიდანაც ისინი მოვიდნენ” – ტრამპმა განაცხადა და დაამატა, რომ ამერიკას ისეთი ემიგრანტები სჭირდება, რომლებიც ქვეყანას ისევ დიდებულს გახდიან.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ექვსი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიარუსთავში „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს